Oops! This site has expired. If you are the site owner, please renew your premium subscription or contact support.

PESVEBI-GCC

Click here to edit subtitle

GEORGIAN CULTURE

ქართული ცეკვის ზოგადი მიმოხილვა და ცეკვის რითმები:


ქართული ხალხური ცეკვის ისტორია უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს.მასში გამოიხატება ქართველი ხალხის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა,ყოფა-ცხოვრება,დალხინება და გასაჭირი,ურთიერთ თანადგომა,მანდილოსნისადმი უდიდესი პატივისცემა,ტრადიციისადმი მორჩილება,ქალური სინაზე და კდემამოსილება,მამაკაცისადმი მორჩილება და რაც მთავარია ლტოლვა გამარჯვებისაკენ.
გაუთავებელმა ომებმა,სასაზღვრო ტერიტორიებზე მცირერიცხოვან მტერთა ჯგუფების ფარულად შემოსევებმა, იმდენად სისტემატიური ხასიათი მიიღო რომ,საბრძოლო იარაღი, ქართული ნაციონალური სამოსელის, განუყოფელ ნაწილად აქცია.
საბრძოლო იარაღები:ხანჯალი,ხმალი,ფარი და აბჯარი დღემდე გამოიყენება ქართულ ცეკვებში ნიშნად იმისა, რომ ქართველები ოდოდგანვე საუკეთესო მოფარიკავეები იყვნენ.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ცეკვები, ერმანეთისაგან განსხვავდება ვიზუალით,ფერთა შეხამებით,ხასიათითა და თემატური დატვირთვით.
ყველასგან განსხვავებული კი აჭარული ცეკვა გახლავთ.იგი განსხვავებულია როგორც ხასიათით, ასევე სამოსელითა და რაც ასაღნიშნავია რიტმული აგებულებით.
აჭარული რიტმი, რომელსაც "დოლი" ასრულებს, შუა საუკუნეებში წააგავდა სხვა დანარჩენი კუთხეების რიტმს.იგი იყო ძალიან მშვიდი ხასიათის.დროთა განმავლობაში აღმოსავლურმა მუსიკამ მოახდინა მასზე ზეგავლენა და რიტმმაც ცვლილება განიცადა. იგი წინად იყო 6/8 სათვალავიანი რიტმი,რომელსაც აქცენტი ჰქონდა პირველ მარცვალზე (ანუ პირველ დარყმაზე) და მხოლოდ მეორე მარცვალი იყო ამოვარდნილი. 1-3-4-5-6 მარცვლები კი ჟღერდა და კავკასიური ხასიათის გახლდათ. შემდგომ იგი დარჩა 6/8  სათვალავან რიტმად ოღონდ კიდევ ორი მარცვალი ამოვარდა და ჟღერდა მხოლოდ 1-4-5 მარცვლები.მართალია ცვლილება განიცადა და ამოვარდა ტრადიციული "ქართული რიტმიდან", მაგრამ იგი ბოლომდე არ შეერწყა აღმოსავლურ რიტმებს და საბოლოოდ დაიმკვიდრა განსაკუთრებული ადგილი მსოფლიო ხალხურ მუსიკაში და მას არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.
ასევე განსაკუთრებული ცვლილება განიცადა აჭარულმა სამოსელმა. აღმოსავლურმა ზეგავლენამ "გრძელი ჩოხა" გახადა  და მოკლე პერანგის მსგავსი "ჩაქურა"ჩააცვა აჭარლებს,ხოლო ტყავის ვიწრო ქამრის ნაცვლად  კი ნაჭრის განიერი და გრძელი ქამარი დაიხვიეს წელზე.
აჭარლების სამოსელმა გურიაშიც შეაღწია და ის ჩოხა, რომელიც მხოლოდ "მასრების" მიმართულებით იყო განსხვავებული საქართველოს სხვა რეგიონების სამოსელისაგან, დღეს თითქმის აღარავის  ახსოვს. ისამი გი ჩაქურამ შესცვალა და დღემდე ასე გამოიყენება ქართულ სცენაზე. გურული "ფარცა" აჭარულ ჩაქურაში სრულდება.



ცეკვა "ხორუმი"

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რიტმი, რომელზეც სრულდება ცეკვა "ხორუმი"  ეს ცეკვა არამარტო საბრძოლო ხასიათისაა,არამედ იგი ასახავს თავად ბრძოლას.
 მისი რიტმი 5/8 სათვალავისაა და იგი ყველასაგან განსხვავებულია მთელს მსოფლიოში.მისი განსხვავებულობა გამომდინარეობს იქედან რომ, ამ რიტმით კონკრეტულ მითითებას აძლევდნენ მებრძოლებს.
მაგალითად: ბრძოლის დროს ჯარს, სხვადასხვა რიტმების  საშუალებით ამცნობდნენ ბრძოლის ვითარებას. თუ უკანდახევა იყო საჭირო სპეციალურ რიტმს უკრავდნენ დიდ დოლებზე და ამით ამცნობდნენ მებრძოლებს რომ უკან დაეხიათ. თუ სხვა რაიმე მანევრი იყო ჩასატარებელი მაშინ სპეციალურ რიტმს უკრავდნენ. 10/8 სათვალავიანი რიტმი კი აღნიშნავდა შეტევაზე გადასვლას და ეს სწორედ ის რიტმი გახლავთ, რომელზედაც მემატიანეები წერენ  ომების მსვლელობის აღწერისას "გამარჯვების დოლებს დაჰკრეს",
სწორედ ეს რიტმია გამარჯვების მახარობელი და მტრის თავზარდამცემი. როდესაც "გამარჯვების დოლები" გაისმებოდა, მაშინ საოცრებები ხდებოდა ბრძოლის ველზე და  ერთი ათს ერკინებოდა, სიკვდილის საშუალებით მარადიულ სიცოცხლეში სწორედ ამ მუსიკის თანხლებით შედიოდნენ ქართველი გმირები.
ცეკვა ხორუმმა სანახაობრივი დატვირთვა შეიძინა მეოცე საუკუნის 40 იან წლებში.დიდმა ქორეოგრაფებმა და ქართული ნაციონალური ბალეტის ფუძემდებლებმა, ეს ცეკვა სცენაზე გადმოიტანეს,სხვადასხვა მოძრაობებით გაამდიდრეს და ქართველი ერის გამარჯვების სიმბოლოდ აქციეს. ასეთი სახით არის წარმოდგენილი დღემდე.
ისტორიულად ცეკვა "ხორუმი" საფერხულო ცეკვა იყო და ბრძოლის წინ სრულდებოდა.თავდაპირველად დოლი იწყებდა დაკვრას ჩუმ ხმაზე.ცოტა ხანში ცეკვას იწყებდა ერთი მეომარი მამაკაცი და შემდგომ ემატებოდნენ მეორე და მესამე.სამი მეომარი ცეკვავდა ხანგრძლივად. ნელნელა დოლი ხმას უმატებდა და მოცეკვავეთა რიცხვიც მატულობდა.ერთმანეთზე ხელიხელჩაკიდებული, წრეზე მოსიარულე მებრძოლები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს ერთმანეთის ფეხების მოძრაობებს, რათა ფერხული არ ჩაშლილიყო.
ეს შესრულება იყო სიმბოლო ერთიანობისა და გამთლიანებისა.
"ხორუმს" ასრულებდნენ ქალებიც, ოღონდ ქალები და მამაკაცები ერთად არ ცეკვავდნენ.
ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებში (ლაზებში) და ისინი ყოველ დღესასწაულზე,ან ისეთ დღეებში როდესაც ბევრი ადამიანი ერთად შეიკრიბება, აუცილებლად ასრულებენ ხორუმს.
ასევე ლაზებში შემორჩენილია ცეკვა თევზაობის წინ, ნადირობის წინ და სხვადასხვა რიტუალის წინ, რომელიც წარმართული პერიოდიდან იღებს სათავეს.


მთის ცეკვები

საქართველოს მთიან რეგიონებში ძირითადად სადღესასწაულო ცეკვები გვხვდება.სარიტუალო და საბრძოლო თემატიკა უფრო სიმღერებშია შემორჩენილი.
მთიელთა ხასიათი ისეთივე მკაცრი და მრავალფეროვანია, როგორიც მათი ბუნებაა.
მთიელთა ცეკვებში ვხედავთ მათ თავმომწონეობასა და სიამაყეს,სილაღესა და შინაგან  თავისუფლებას.მთიელი ქალიცა და მამაკაციც ერთნაირად არიან მკაცრნი და ალერსიანები .სწორედ ამაში მდგომარეობს მათი უნიკალურობა.მთიელს შეუძლია იყოს ერთდროულად როგორც მრისხანე ქარიშხალი, ასევე სიმშვიდის ოკეანე.ყოველივე ეს კარგად სჩანს მათ ცეკვებში.
მეოცე საუკუნის ბოლომდე იყო შემორჩენილი სისხლის აღების ტრადიცია. თუკი ორი მოსისხლე ერთმანეთს სადმე გადაეყრებოდა,ორიდან ერთი აუცილებლად უნდა მომკვდარიკო ,მაგრამ თუ შემთხვევით მანდილოსანი შეესწრებოდა მათ ორთაბრძოლას,იგი მანდილს იხდიდა თავიდან და მათ შორის მიწაზე დააგდებდა.ამის შემდეგ, ორივე მებრძოლი ვალდებული იყო შეეწყვიტათ ორთაბრძოლა.თუ რომელიმე განაგრძობდა ბრძოლას იგი ისჯებოდა ხალხისაგან ნებისმიერ შემთხვევაში.
სწორედ ეს,მანდილის პატივისცემის ტრადიცია გამოიყენა ილიკო სუხიშვილმა ხევსურული ცეკვის ფინალში.
"ცეკვა წყაროსთან"
სწორედ ასეთი სათაურით გააცნო ქართველ მაყურებელს, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა ჯანო ბაგრატიონის ხელმძღვანელობით ხევსურული ცეკვა,რომელსაც ერთი მამაკაცი და ერთი ქალი ასრულებდა.
ხოლო ილიკო სუხიშვილმა ამ ცეკვის თემა უფრო განავრცო და მოცეკვავეთა რიცხვი გაზარდა, რის შედეგადაც მივიღეთ შესანიშნავი სანახაობრივი ცეკვა "ფარიკაობა", რომელიც დასაწყისში გვაგონებს "ცეკვა წყაროსთან", რადგან მხოლოდ დუეტი ცეკვავს. ხოლო დუეტის დასრულების შემდგომ იწყება ორთაბრძოლები და ბოლოს სრულდება იმ მანდილისადმი პატივისცების ტრადიციით, რომელიც თავში მოგახსენეთ.
მთის ცეკვებიდან საფერხულო და სარიტუალო  ცეკვა სვანეთშია შემონახული. ცეკვაში მხოლოდ მამაკაცები ღებულობენ მონაწილეობას და სიმღერის თანხლებით სრულდება.
სვანურ ცეკვაში ძირითადად ფეხის მოძრაობებია გამოყენებული.ძალიან მნიშვნელოვანია ცერებზე ცეკვა.


ქალაქური ხელოვნება

საქართველოს დედაქალაქი "თბილისი" ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია მთელს მსოფლიოში.
მის ხელში ჩასაგდებად უამრავი დამპყრობელი იყო მომართული.
უამრავი შემოსევებისაგან თბილისელი ქართველები რაოდენობრივად მცირდებოდნენ და მათ ადგილს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები იკავებდნენ.

თბილისის მოსახლეობას, ძირითადად ელიტარული საზოგადოება და მუშათა კლასი წარმოადგენდა.

თბილისში, რამოდენიმე ათეული,სხვადასხვა რჯულის,მოდგმისა და ეროვნების ხალხი ცხოვრობდა. ისინი რათქმაუნდა კეთილგანწყობილნი იყვნენ ერთმანეთის მიმართ და ამ ერთობამ წარმოშვა "ქალაქური ხელოვნება"
მეთვრამეტე - მეცხრამეტე საუკუნეების თბილისის ცხოვრება კარგად არის გადმოცემული ქალაქურ ცეკვებში,სიმღერებში,სამოსელში,პოეზიაში,სამეტყველო ჟარგონებში და სხვა.
ყოველივე ეს დღემდეა შემორჩენილი და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თბილისის გარდა სხვა ქალაქებიც არსებობდა, თვითონ სიტყვა "ქალაქური" აუცილებლად თბილისთან ასოცირდებოდა და ასეა დღემდე.
დიდმა ქორეოგრაფმა ნინო რამიშვილმა თავისმხრივ გაამდიდრა და გაალამაზა ქალაქური ცეკვა.
მაგალითად ცეკვა "კინტაური" ,რომელსაც მუშათა კლასის ერთ-ერთი ფენა,კინტოები ასრულებენ.
მუხამბაზი, რომელსაც ლამაზ კაბაში გამოწყობილი მანდილოსანი ასრულებს.
 ჯეირანი, რომელიც სათავეს ირანიდან იღებს და ჯეირანზე ნადირობის სცენას ასახავს
და ა.შ.
აღსანიშნავი კიდევ ის გახლავთ ,რომ ყველა ეს ცეკვა სრულდება მელოდიებზე სადაც ამოვიცნობთ როგორც ქართულს ასევე სომხურს,აზერბაიჯანულს,ირანულს,სპარსულს,ბერძნულს და სხვა ხალხთა მოტივებს.
ეს მუსიკალური ნაზავი აისახება არა მარტო ქალაქურ ხელოვნებაში, არამედ კლასიკურ მუსიკაშიც.
ქალაქური ცეკვა და სიმღერა გამოირჩევა ჰარმონიულობით სიმშვიდითა და ხალისიანობით.