Oops! This site has expired. If you are the site owner, please renew your premium subscription or contact support.

PESVEBI-GCC

Click here to edit subtitle

we are professionals

Choreographers:
Shorena Barbakadze
Jurxa Lomtadze
Giorgi Togonidze


DRUM TEACHER:
Nodar Obolashvili

INSTRUMENTAL TEACHERS:
Ivan goderdzishvili
Natalia Goderdzishvili
Maka Tsulaia

GEORGIAN LANGUAGE TEACHER:
Rusudan Galdava

ART TEACHER:
Eka Merabishvili

MATH AND ENGLISH TEACHER
Levan Namicheishvili

ქართული კულტურის ცენტრი ამერიკაში

1.როგორ ჩამოყლიბდა.


შორენა ბარბაქაძე და ვანო გოდერძიშვილი აშშ-ში ჩემოვიდნენ 1998 წელს.სანამ მათი პირველი შვილი მოევლინებოდა სამყაროს,მათ შენიშნეს რომ ნიუ იორკში დაბადებული ან ახალი ჩამოსული პატარები უერთმანეთოდ იზრდებოდნენ და მათ არ ჰქონდათ ერთმანეთთან შეხვედრის,გაცნობისა და დამეგობრების საშუალება.ამ პატარა ქართველების ურთიერთ სიშორემ, დაანახა შორენასა და ვანოს  საშიშროება ბავშვების საბოლოო ერთმანეთისაგან გაუცხოვებისა და გადაჯიშებისა.
მრავალი სამშობლოდაკარგული კავკასიელის შვილები ამბობდნენ: ჩემი მშობლები არიან კავკასიიდან, მეკი ამერიკელი ვარო. არამარტო კავკასიელი არამედ უამრავი სხვა ამბობდა ამ სიტყვებს.
სწორედ ეს სიტყვები გახდა მიზეზი იმ უძილო ღამეებისა, რომლებიც თენდებოდნენ იმაზე ფიქრში, თუ რა მოემოქმედებინათ იმისათვის რომ ქართველი ბავშვები,ნაწილობრივ მაინც დაცულნი ყოფილიყვნენ ამ საშინელი სიტყვებისაგან.
საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება.იმ ახალგაზრდებისათვის, რომელნიც ეკლესიაში ხვდებოდნენ ყოველ კვირა დღეს, გაემხილათ ეს დიდი გულისწუხილი. ახალგაზრდა გოგონებმა დიდი სიხარულით გამოხატეს ქართული ცეკვის შესწავლის სურვილი. მართლაც, რამოდენიმე კვირაში,საეკლესიო დღესასწაულის დროს,ჩვენმა გოგონებმა რამოდენიმე ცეკვა შეასრულეს და ხალხის დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.რაც მთავარია, ქართველ მრევლში მოწონება დაიმსახურა ამ იდეამ. ყველას,ვისაც კი პატარა შვილი ჰყავდა,ვინც კი ახალგაზრდა იყო მოდიოდა და ცეკვის შესწავლის სურვილს გამოთქვამდა.ასე დაიწყო ჩამოყალიბება კომპანია "ფესვებმა"

განვითარება

გადიოდა დრო და თანდათან გამოიკვეთა ადგილი, სადაც ქართველი ბვშვები ერთმანეთს ხვდებოდნენ.
შორენას დაუღალავმა და თავგანწირულმა შრომამ ნელ-ნელა ნაყოფის გამოღება დაიწყო.
ბავშვები ქართულად ალაპარაკდნენ ერთმანეთში,დაუმეგობრდნენ ერთმანეთს და რაც მთავარია ქართული ცეკვის მიმართ სიყვარული უღვივდებოდათ.სხვადასხვა კონცერტებზე ღებულობდნენ მონაწილეობას.
მაგალითად ლეგენდარული ანსამბლი "ივერია" როდესაც ჩამოვიდა საგასტროლო მოგზაურობაში,პროდიუსერმა გამოხატა სურვილი რომ "ფესვებ"-ს მიეღო მონაწილეობა და
რამონედიმე ცეკვა შეესრულებინა.ეს ისტორიული დღეც დადგა და ანსამბლი "ფესვები" სცენაზე გამოდის დიდ მსახიობებთან ერთად.
თანდათანობით მათი რიცხვიც მატულობდა და მათი მშობლებიც მეტად ბედნიერები იყვნენ ამ ყველაფრის გამო.თვითონ მშობლებმაც გაიცნეს ერთმანეთი და ეს ჩვენი პატარა ქართული კერა,რომელსაც ჯერ სახელიც კი არ ერქვა და რათქმაუნდა საკუთარ ჭერზე ზედმეტია ლაპარაკი,ბევრი ქართველის გაცნობისა,დამეგობრებისა დანათესავებისა და  დაოჯახების ადგილად იქცა.
უკვე ქართულ გარემოში იზრდებოდნენ ჩვენი პატარა,ამერიკელი ქართველები და ასევე იზრდებოდა მათი რიცხვი,შესრულების დონე და რეპერტუარი.
მამა ალექსანდრე როგორც კი მოიხმობდა ამა თუ იმ საეკლესიო დღესასწაულისადმი მიძღვნილ კონცერტზე,მაშინვე იქ გაჩნდებოდნენ და დიდი ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით ღებულობდნენ მონაწილეობას კონცერტში.
მშობლები გამოხატავდნენ სიხარულს და ხშირად ამბობდნენ: რა კარგია რომ არსებობს ასეთი სტუდია, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა რომ ჩვენი შვილები ფესვებს არ მოსწყდნენო. აქედან გამომდინარე
შორენამა და ვანომ გადაწყვიტეს "ფესვები" ყოფილიყო მათი ანსამბლის სახელი. უფრო სწორედ სახელწოდება,რადგან ეს არ გახლავთ მხოლოდ სახელი,ეს წოდებაც არის, უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად.



ტრადიცია

შეუმჩნევლად გაირბინა რამოდენიმე წელიწადმა და ნიუ იორკში ემიგრანტების რიცხვმაც საგრძნობლად იმატა.
შესაბამისად უფრო მეტი მოსწავლე მოდიოდა ანსამბლ ფესვებში, არამარტო ცეკვის შესასწავლად არამედ სიმღერისაც.
ვანო თუ აქამდე მხოლოდ საცეკვაო მუსიკების შექმნით იყო დაკავებული,ახლა უკვე სიმღერისა და ხალხური საკრავების გაკვეთილებიც დაემატა.
გვინდოდა ჩვენი მთელი წლის ნამუშევარი გვეჩვენებინა ემიგრანტი ქრთველებისათვის და დღეც შევარჩიეთ.საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი.
მილენიუმის თეატრში ჩატარდა ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ფესვები" ს დასკვნითი კონცერტი.პატარების გარდა, მონაწილეობას უფროსი თაობის მომღერალი ემიგრანტებიც ღებულობდნენ.
ამის შემდეგ ყოველ 26 მაისს ანსამბლი "ფესვები" ატარებდა დასკვით კონცერტს.
ამ წლების განმავლობაში,ანსამბლში ვაჟებთან მუშაობდნენ შესანიშნავი მოცეკვავეები:
გაგა ნაცვლიშვილი,
გოგიტა თათულაშვილი,
გია მიქელაძე,
ალეკო ნადარეიშვილი.
2011 წლიდან კი ჯურხა ლომთაძე ჩაუდგა ვაჟებს სათავეში და თავდაუზოგავად შრომობს,რათა ამერიკაში დაბადებულ ქართველ ვაჟებს ასწავლოს და შეაყვაროს ქართული ცეკვა.

ანსამბლი-კულტურის ცენტრი

2011 წლიდან ცეკვას დაემატა
ქართული წერა-კითხვა,
ხალხური გუნდი,
ხალხური საკრავები,
საბალეტო კლასი,
ფორტეპიანო,
თეატრალური მეტყველება,
ხატვა და ვოკალის კლასი.
ასეთი დატვირთული ცხრილის გამო ბავშვებს დიდი ხნით უწევდათ დარჩენა "ფესვები" ს სტუდიაში და სკოლის პროგრამას რომ არ ჩამორჩენოდნენ,შორენამ და ვანომ ამიტომ მიიწვიეს სტუდიაში ლევან ნამიჭეიშვილი, რომელიც შესანიშნავად ამზადებს ბავშვებს მათემატიკასა და ინგლისურ ენაში.
ამრიგად ანსამბლი "ფესვები" ს ფუნქცია გაიზარდა და კულტურის ცენტრის ვალდებულება დაეკისრა.
2013 წლის ზაფხულში,კომპანია "ფესვებმა" დასკვნით კონცერტზე 105 მოსწავლე გამოიყვანა. ხუთი თაობა იდგა სცენაზე და ისინი ყველა ქართველებად იყვნენ აღზრდილები, მათი მშობლების ძალისხმევითა და "ფესვები" ს მასწავლებელთა გუნდის, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად.
ამ ყველაფერს, დღემდე შორენა ბარბაქაძე თავის მეუღლესთან,ვანოსთან ერთად უდგას სათავეში და ისევ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მომავალი თაობის აღზრდას.